2017 წლიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სასკოლო
სახელმძღვანელო შეიცვლება.
ცვლილების ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლავთ.
მან ამის შესახებ edu.aris.ge–სთან საუბარში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვიდრე წიგნები პედაგოგებამდე მივა, მათ შესაძლებლობა
ექნებათ სასკოლო სახელმძღვანელოები ნახონ და მასში ცვლილებები
შეიტანონ.
"პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე
კლასის ჩათვლით, ვინც სკოლაში მივა, თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო
მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელოები დახვდებათ,"– ამბობს
ალექსანდრე ჯეჯელავა.
მისივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უცხო ენის წიგნებს, რადგან ისინი
საერთაშორისო წყაროებიდან გახლავთ.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, 2017 წლის ეროვნული სასწავლო გეგმა
სამინისტრომ უკვე დაამტკიცა და სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება
დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები