საინიციატივო ჯგუფმა, ცესკოს ხელმოწერები განსაზღვრულ ვადაში არ
მიაწოდა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთსქესიანთა ქორწინების
შესახებ რეფერენდუმის რეგისტრაცია გააუქმა.
საინიციატივო ჯგუფმა, 7 კაციანი შემადგენლობით, (ზურაბ თოლორაია,
გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე
გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა) ცესკოს
მიმდინარე წლის 28 მარტს მიმართა.
"გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას
საქართველოში?" - ასეთი გახლდათ სარეფერენდუმო შეკითხვის ფორმულირება,
რომლის დარეგისტრირების მოთხოვნაც მათ კომისიას წარუდგინეს.
"საარჩევნო კოდექსის" 177-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფს
ხელმოწერის ფურცლები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
რეგისტრაციის მოწმობის მიღებიდან 3 თვის ვადაში, 2016 წლის 30 ივნისს
უნდა გაგეგზავნა. თუმცა, ცესკოში აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფმა
ხელმოწერები განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა.
შესაბამისად, რეფერენდუმის მოწყობის შესახებ რეგისტრაცია გაუქმდა.
საინიციატივო ჯგუფის ამ მოთხოვნამდე ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და
მამაკაცის ერთობის დაკანონებას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები
ითხოვდნენ. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანას
80-მა კანონმდებელმა მოაწერა ხელი, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებას
113 ხმა სჭირდება.
საკითხზე რამდენჯერმე საჯარო განხილვაც გაიმართა. ბოლო
შეხვედრა
ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა,
სადაც, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები