ახალი ამბები
ქუთაისში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში მოსახლეობა ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი მომზადდა, რომელსაც, სოციალურ ქსელში, გიდი და ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ის დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს.

პეტიციის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ სწრაფი მატარებლების დანიშვნა გაზრდის ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ მიმზიდველობას; წაახალისებს შიდა ტურიზმსა და ბიზნესს; შეამცირებს ქუთაისიდან სხვა ქალაქებში გადინებას; გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას დედაქალაქსა და შავი ზღვის რეგიონში; ქალაქს აქცევს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად. ასევე, გააძლიერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირებს.

პეტიცის ინიციატორები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით ითხოვენ:

ქუთაისი → თბილისი
▪️ გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00
▪️ გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 23:00

თბილისი → ქუთაისი
▪️ გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 09:00
▪️ გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 23:00

ქუთაისი → ბათუმი
▪️ გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 10:00
▪️ ბათუმიდან დაბრუნება საღამოს 18:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 20:00

"გთხოვთ, განიხილოთ ეს ინიციატივა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარების და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით",- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. 

პეტიციის ინიციატორები შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იმერეთის გუბერნიას, ასევე საქართველოს რკინიგზას და რეგიონალური განვითარების სამინისტროს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:27 / 24.04.2025
"ჯორჯიან მანგანეზმა"  თანამშრომლების  დათხოვნა დაიწყო.
2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის
12:46 / 24.04.2025
2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის" აღსანიშნავად, ქალაქში, ღია ცის ქვეშ, გალაკონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.