ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
მომავალი წლიდან შესაძლოა შპს ორგანიზაციად გადაკეთდეს.
მანამდე კი, ცენტრი ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადავა,
რომელიც მერიამ გასულ წელს შეიძინა. არსებული ინფორმაციით, იქ ღვინის
მარნის ამოქმედებაც იგეგმება, სადაც ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციას
შესთავაზებენ.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამ დროისთვის ქუთაისის მერიის
ეკონომიკური განვითარების სამსახურის ტურიზმის განყოფილების
დაქვემდებარებაშია და თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში
განთავსებული.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით
ქუთაისიპოსტი ინფორმაციის მისაღებად მერიის ეკონომიკური სამსახურის
უფროსთან, პაატა კლდიაშვილთან დაკავშირებას შეეცადა.
თუმცა, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეონა ჭეიშვილმა
განგვიცხადა, რომ კლდიაშვილთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს,
რადგან როგორც მას სამსახურის უფროსმა განუმარტა, ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრის შპს ორგანიზაციად დაფუძნება სიმართლეს არ
შეესამება.
პრესსამსახურის ცნობითვე, პაატა კლდიაშვილი არც ღვინის მარნის
ამოქმედებას ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები