ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გაიმართა, წარმოადგინეს შემაჯამებელი ანგარიში პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებების შესახებ.
"ახალგაზრდული ბანაკი 2015", სათემო და საზაფხულო სკოლები, წარმატებული ურთიერთობები მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს სექტორთან და მედიასთან - ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობების, რომლებიც ახალგაზრდულმა ცენტრმა 3 წლის მანძილზე განახორციელა.
წარმატებულ პროექტებს შორის ასევე მოხდვა play2talk, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ნდობისა და ურთიერთობის აღდგენას. play2talk ონლინ თამაშების საშუალებით აფხაზი, სოხუმელი და ოჩამჩირელი ახალგაზრდების დამეგობრებას უწყობდა ხელს. ქუთაისელ და აფხაზ თანატოლებს დღესაც აქვთ კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით.
ქუთაისის ახლაგაზრდულ ცენტრის პროექტებში სულ ჩართული იყო 682 ახალგაზრდა, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლეები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები, 14-დან 22 წლამდე აქტიური ახალგაზრდები.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი - "საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ფარგლებში ჩამოყალიბდა, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC) ბაზაზე, 2012 წელს.
"ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადსხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავენ სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში და სხვა" - აცხადებს პროექტის კოორდინატორი - ეკა არველაძე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო "საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის ( UNAG) მიერ, აშს-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)) მხარდაჭრით.
ლანა კოკაია
მასალის გამოყენების პირობები