"შოთა ნეპოტიზმის მეფე", "ნუ დაალპობ ქალაქმუზეუმს" - ამ სლოგანის ფონზე დაიწყო ქუთაისის საკრებულოს სხდომა.
აღნიშნული პლაკატით ხელში საკრებულოს სხდომათა დარბაზში"თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წარმომადგენლი გამოვიდა.
აღნიშნულმა ფაქტმა, საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება და მწვავე შეფასებები გამოიწვია. თუმცა, თავად, სლოგანის ადრესატმა, შოთა მურღულიამ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ნუ აჰყვებით პროვოკაციას", - ასე შეეცადა დეპუტატების დამშვიდებას ქალაქის მერი.
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი სხდომათა დარბაზიდან მერიის დაცვის პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიყვანეს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები