ქუთაისის მერიამ საარჩევნო კამპანიის გასაწევად პოლიტიკურ პარტიებს
მხოლოდ ორი ადგილი გამოუყო.
მოსწავლე ახლაგაზრდობის პარკის ტეროტორია და საფიჩხიაზე ე.წ ხარაზოვის
ბაღში არსებული შენობა - სწორედ, ეს ადგილები დაუთმო მერიამ ქალაქში
არსებული პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს აგიტაციის
ჩასატარებლად.
ადგილობრივ თვითმმართველობას პოლიტიკური პარტიებისთვის სააგიტაციო
ადგილების გამოყოფა "საარჩევნო კოდექსით" აქვს განსაზღვრული.
ამავე კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობას გარკვეული
ვალდებულება და შეზღუდვები აქვს.
ქუთაისის მერიამ, ასევე ის ადგილები გამოყო, სადაც
საარჩევნო პლაკატებისა და ბროშურების განთავსება
არის შესაძლებელი.
მიმდინარე წლის 8 ოქტომებრს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები
ჩატარდება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა არჩევნების დანიშვნის თაობაზე
სამართლებრივი აქტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო
კამპანია ოფიციალურად
8 ივნისიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები