სპექტაკლი
ნიუპორტისა დ ა ქუთაისის დაძმობილების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი
კვირეულის ფარგლებში მომზადდა.
ქუთაისში
პიგმალიონის პრემიერა გაიმართა, რომელსაც
ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, უელსის პარლამენტის
თავმჯდომარე და ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის ნიუპორტის დელეგაციაც
ესწრებოდა.
სპექტაკლი ნიუპორტისა და ქუთაისის დაძმობილების 25 წლისთავისადმი
მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მომზადდა.
"პიგმალიონი" მიუზიკლის ჟანრში წარმოადგინეს. სპექტაკლი ინგლისურ
ენაზე მიმდნარეობდა.
პრემიერის ბოლოს ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქალაქს და
მესხიშვილის თეატრს.
"ყოჩაღ მთელ დასს, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე იყო წარმოდგენილი, რაც
აღტაცებას იმსახურებს. მე სამი წელია აქ ვარ და ჯერ ევრ ვისწავლე
ქართული. დასმა კი შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს", - აღნიშნა
ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.
"ეს მსოფლიო პრემეირა იყო", -აღნიშნა ნიუპორტის პარლამენტის
თავმჯდომარემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ. როზმარი ბატლერი
ნიუპორტის ყოფილი მერი გახლდათ, რომლის მერობის პერიოდშიც მოხდა
ქუთაისისა და ნიუპორტის დაძმობილება.
"25 წლის წინ დაირგო რკო და ველოდით რომ მუხა აღმოცენდებოდა , მაგრამ
აღმოჩნდა, რომ მთელი ტყე გაზრდილა", - აღნიშნა როზმარი ბატლერმა.
ქუთაისი და ნიუპორტი დაძმობილებული ქალაქები 1991 წლიდან არიან.
მასალის გამოყენების პირობები