თანამედროვე ხელოვნების ფორუმში ათზე მეტი ქვეყნის ოცამდე მხატვარი
მონაწილეობდა.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი
"ქარავან არტ ფორუმი 2016", რომელსაც ქუთაისი
მასპინძლობდა, ქალაქის მერიას 50 ათასი ლარი დაუჯდა. მერია ამ
ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ.
თანამედროვე ხელოვნების ფორუმში ათზე მეტი ქვეყნის ოცამდე მხატვარი
მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, კონფერენციები,
მოიხატა
კედელი მონ-პლაზირის ტერიტორიაზე.
ფესტივალი
კონცერტით დასრულდა, რომელიც პროექტის Cross Over
the World გაგრძელება გახლდათ. ნიუ-იორკისა და ბეირუთის შემდეგ,
დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა და საოპერო შემსრულებელმა, ანიტა
რაჭველიშვილმა კონცერტი ქუთაისში გამართეს საქართველოს ეროვნულ
სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
პროექტში, ასევე ჩართულნი იყვნენ მესაყვირე დავით შამანაური და
ალტისტი გიორგი ცაგარელი.
მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის მონაწილეთა
ჰონორარმა 30 ათასი ლარი შეადგინა, აპარატურა - 750 ლარი დაჯდა,
მესხიშვილის თეატრის იჯარა -1500 ლარი, ბანერი - 261 და მონაწილეთა
ტრანსპორტირება 585 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები