კოოპერატივი ჩაის პლანტაციების რეაბილიტირებას 10,50 ჰა მიწის
ფართობზე მოახდენს.
პროგრამა "ქართული ჩაის" ფარგლებში ჭიათურაში კოოპერატივი
"ხავერდოვანი ჩაი" დაფინანსდა.
გაერთიანება ჩაის პლანტაციების რეაბილიტირებას 10,50 ჰა მიწის
ფართობზე მოახდენს, რისთვისაც 25,725 ლარს მიიღებს.
საქართველოს მასშტაბით აღნიშნული "ხავერდოვანი ჩაი" პირველია,
რომელმაც პროგრამის ეგიდით დაფინანსება მოიპოვა.
კოოპერატივის მიერ რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში
24-36 თვეში შევა. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, "ხავერდოვანი ჩაი"
პროდუქტის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს სოფლის
მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან უსასყიდლოდ მიიღებს.
პროგრამა "ქართული ჩაი" სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 15
იანვარს დაამტკიცა.
პროგრამის მიზანია, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების
პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის ზრდის
ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები