წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ორგანიზაცია ერთობლივ
ანგარიშში ასახავს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში, თვის
შემაჯამებელ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო
მონიტორინგში ჩართვის შესახებ დააანონსა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ოფიციალურად ცნობილი საარჩევნო
თარიღი, ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. ამ პროცესში
თანაბრად მნიშვნელოვანია მედიის, არასამთავრობო სექტორისა და
მოქალაქეების ჩართულობა, რომლებმაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე
უნდა გვაცნობონ",- განაცხადა "საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ,
გიორგი სანტურიანმა.
"საიას" სადამკვირვებლო მისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მთელი
ქვეყნის მასშტაბით მოიცავს.
ორგანიზაციის ქუთაისის ოფისი კი წინასაარჩევნო, არჩევნების და
არჩევნების შემდგომ პერიოდის მონიტორინგს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის მასტაბით გაუწევს ორგანიზებას.
ამ პერიოდში გამოვლენილი პრობლემები ასახული იქნება "საიას" ერთობლივ
ანგარიშში.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2016 წლის შუალედური არჩევნებიც
შეაფასეს. გიორგი სანტურიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,
სოფელ წყალტუბოს 4 უბანზე საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი
დარღვევების გარეშე ჩაიარა.
ორგანიზაციის მიერ უბნებზე დაიწერა ორი საჩივარი, თუმცა სანტურიანის
თქმით, არც ერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები