ამ ინიციატივით კომისიას ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის
წარმომადგენლებმა მიმართეს.
ქუთაისის თვითმმართველობის პატივგების საქალაქო კომისია ერთ-ერთი
ქუჩისთვის მწერალ რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების საკითხს
განიხილავს. ამ ინიციატივით კომისიას ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის
პარკის წარმომადგენლებმა მიმართეს.
კომისიაში, ასევე ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის
მწერალ, ზურაბ კუხიანიძის სახელის მინიჭებაზეც იმსჯელებს.
პატივგების კომისია, 14 წევრის შემადგენლობით, მოედნების, სკვერების
სახელდების, ასევე ღვაწლმოსილი ადამიანების პატივგებისა და
მემორიალური დაფების გაკვრის საკითხებს განიხილავს.
მას ასევე, საკუთარი ინიციატივით ორგანიზაციები ან კერძო პირები
მიმართავენ.
"გარდა საინიციატივო ჯგუფებისა, პატივგების კომისიას თავადაც აქვს
გარკვეული საკითხების ინიცირების უფლება", - განმარტავს ქუთაისის
საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველობის პატივგების საქალაქო
კომისიის მდივანი, ვანო ჟორჟოლიანი.
კომისიაში ჯერეჯრობით არ განიხილება ქუჩისთვის, რომელიმე ქალი
მოღვაწის სახელის მინიჭება მიუხედავად იმისა, რომ 300 ქუჩიდან, ქალი
მოღვაწის სახელი, მხოლოდ რამდენიმეს აქვს.
"ქუჩის სახელწოდებებში გენდერული ბალანსი მართლაც დარღვეულია. ისეთივე
თანაფარდობაა, როგორც პარლამენტში, ამიტომ ეს საკითხი საყურადღებო და
გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ვანო ჟორჟოლიანმა.
ჯერჯერობით, კომისიაში შეჩერებულია ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების საკითხი. ეს წოდება წელიწადზე მეტია არავის მიუღია.
თვითმმართველობის კანონით მინიჭების წესმა გარკვეული ცვლილება
განიცადა, რომელიც ვანო ჟორჟლიანის განმარტებით, შემუშავების
პროცესშია. პატივგების კომისიაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს ქუთაისის
საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები