ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გზის ნაწილი ნახევარი
საათით დაიკეტა.
მოძრაობის შეზღუდვა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ამ მონაკვეთზე
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება.
ქუთაისში საზეიმო მზადება დილიდან მიმდინარეობს.
ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება.
ამ წუთებში კი დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე მესამე ქვეითი
ბრიგადის წვევამდელები ფიცის დადების ცერმონიალის რეპეტიციას
გადიან.
ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა დღეს დღის ბოლომდე შეიზღუდება.
მასალის გამოყენების პირობები