"ვითხოვთ
დროულად დაგვეხმარონ"
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე, სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე
ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობას ავარიების
შემცირების მიზნით ითხოვენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები
ყოველკვირეულად ფიქსირდება.
"ძალიან ხშირია ტრაგედიები ამ ადგილზე, ამიტომ ვითხოვთ დროულად
დაგვეხმარონ," - აცხადებენ აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები.
სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი
საათის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად, ექვსი ავტომობილი
ერთმანეთს დაეჯახა.
კომპანიაში, რომლებიც ქუთაისის ტერიტორიაზე ბარიერების მოწყობაზეა
პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ სიჩქარის შემზღუდავი კონსტრუქციის
მოწყობას საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების გარეშე ვერ
ახორციელებენ.
"მხოლოს შსს - თან ერთად ხდება განსაზღვრა, თუ რომელ ქუჩაზეა
აუცილებელი ბარიერების მოწყობა," - ამბობს ააიპ "სპეციალური
სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმზღვანელი,
გიორგი მჟავანაძე.
მისივე თქმით, ქუთაისში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა
პირველ ეტაპზე საჯარო სკოლებთან და სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებთან ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები