"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცემის ფაქტზე ამ დრომდე დაკავებული
არავინაა.
ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები ზუგდიდში, შუალედური არჩევნების
დროს მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას მოითხოვენ.
მათივე განცხადებით, ასევე უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ცემა დაგეგმა.
"მაშინ, როცა ჩვენ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის გახევის გამო
ხულიგნობისთვის დაგვაპატიმრეს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ამ
შემთხვევაში მხოლოდ ცემის ფაქტზე აღძრას საქმე. ეს არის შერჩევითი
სამართალი, რაც უნდა დასრულდეს", - ამბობს "თავისუფალი ზონის"
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნიკა ნარსია.
მიმდინარე წლის 22 მაისს ზუგდიდში, შუალედური არჩევნების
მიმდინარეობისას, კორცხელის საარჩევნო უბანთან "ნაციონალური
მოძრაობის" ლიდერები გიგა ბოკერია და ნიკა მელია სცემეს.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ამ დრომდე დაკავებული არ არიან.
მასალის გამოყენების პირობები