ახალი ამბები
ჭიათურაში საწარმოო პროცესი 7- დან ხუთ მაღაროში განახლდა
FaceBook

"ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ორ მაღაროში, სადაც მუშაობა კვლავ შეჩერებულია, სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.



ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელმა კომბინატმა ხუთთვიანი წყვეტის შემდეგ, მაღაროებში სამუშაოები 20 მაისს განაახლა. თუმცა, საწარმოო პროცესი 7-დან მხოლოდ ხუთ მათგანში აღდგა.

ადგილზე დასაქმებული მერაბ ჩინჩალაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულ მაღაროებში მომუშავე ადამიანები სხვა საამქროებში არიან გადანაწილებული.

"უმუშევრად არავინაა დარჩენილი. მაგრამ, მე როგორც ვიცი, ვიდრე სამუშაოები შეჩერებული იყო, მაღაროებში მომუშავეები სხვაგან დასაქმდნენ, ამიტომ, როდესაც საწარმოო პროცესი განახლდა, ყველა აღარ გამოცხადებულა სამსახურში", - ამბობს მერაბ ჩინჩალაძე.

ჭიათურის მაღაროებში სამუშაოებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ახორცილებს. ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მაღაროებში 3 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რამდენი დასაქმებული გამოცხადდა სამუშაოებზე საწარმოო პროცესის განახლების შემდეგ.

"ვერაფერს გეტყვით დაზუსტებულად, რადგან მონაცემები ჩვენც გვინდა და კადრებს ვთხოვე სტატისტიკა. სავარაუდოდ, ეს ერთეული შემთხვევა იქნება", - ირწუნება ზალიკაშვილი.

ჭიათურის მაღაროებში, მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 4 თვით მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად ორგანიზაციამ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და მათ მფლობელობაში არსებული მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაასახელა.

 


მაღაროელებმა კომპანიის გადაწყვეტილება აქციებით გააპროტესტეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

მაღაროებში სამუშაოების შეწყვეტას ჭიათურის მოსახლეობა ნეგატიურად შეხვდა. ადგილობრივების განცხადებით, მაღარო ქალაქის შემოსავლის ძირითადი წყაროა და ჭიათურის არსებობა მაღაროს გარეშე შეუძლებელია.

"ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ორ მაღაროში, სადაც მუშაობა კვლავ შეჩერებულია, სარემონტო სამუშაობი მიმდინარებს. რომელიც მათივე თქმით, რამდენიმე კვირაში დასრულდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.