გათავისუფლების მიზეზი დაწინაურება გახდა.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ ჩიხლაძე
დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
ჩიხლაძის მიერ თანამდებობის დატოვება მისი დაწინაურების მიზნით
მოხდა.
"სამსახურში ვარ და ვმუშაობ," – ასე გამოეხმაურა თავად მერაბ ჩიხლაძე
მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ქუთაისიპოსტთან
საუბარში.
შს სამინისტროში კი იმერეთის პოლიციის შეფის მიერ პოსტის დატოვება არც
დაადასტურეს და არც აურყვეს.
"ვარკვევთ და დადასტურებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით," –
აცხადებენ უწყების პრეს–სამსახურში.
მერაბ ჩიხლაძე იმერეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის
თანამდებობაზე 2015 წლის 27 მარტს დაინიშნა. მანამდე მას იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა.
2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე კი სამტრედიის რაიონული
სამმართველოს უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები