მურად ზაქარიაძემ 1245 ხმა (64.31%) მიიღო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების შედეგად ხმათა
უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატს ერგო.
წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი
ნიჟარაძის განმარტებით, მურად ზაქარიაძემ 1045 ხმა (64% მიიღო).
საერთო ჯამში კი,
1949 ამომრჩევლის ხმა ერგო.
ხმები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - ბუხუტი ფირცხალავა
598 (30.89%), "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა ვანო როყვამ კი
მხოლოდ 93 ხმა (4,8%) მიიღო.
ნიჟარაძის განმარტებით, ხმების დათვლის პროცესში არცერთი საჩივარი არ
დაწერილა. სამაგიეროხ, კენჭისწრის განმავლობაში არასამთავრობო
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებიდან" და "ნაციონალური მოძრაობის"
დამკვირვებლების მიერ ოთხი საჩივარი დაიწერა.
"არცერთი საჩივარი არ არის ისეთი რომ შედეგებს შეცვლის ან
გააბათილებს.მათი განხილვა ხვალ დაიწყება", - ამბობს გიორგი
ნიჟარაძე.
დღეს წყალტუბოს სამ სოფელში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს
მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.
წყალტუბის თემში 3481 ამომრჩევლიდან არჩევანი 1949–მა დააფიქსირა, რაც
საერთო რაოდენობის 56%-ია.
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს
თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის
არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9
ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი,
გარდაიცვალა.
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს
თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის
არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9
ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი,
გარდაიცვალა.
სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები
თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები);
კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა
ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის
თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები