2016 წლის შუალედურ არჩევნებზე 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
22 მაისს, საქართველოს მასშტაბით 7 ოლქში საკრებულოს შუალედური
არჩევნები იმართება.
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, წყალტუბოში, ოზურგეთში, ხობში,
ზუგდიდში, გლდანში, გარდაბანსა და კასპში აირჩევენ.
კანდიდატი 5 საარჩევნო
სუბიექტს ყავს წარმოდგენილი. ესენია: №1 – "თავისუფალი საქართველო",
№5 – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", №24 – "სახალხო ხელისუფლება" ,
№33 – ირაკლი ალასანია - "თავისუფალი დემოკრატები", №41 – "ქართული
ოცნება".
არჩევნებში, მონაწილეობას ასევე ორი საინიციატივო ჯგუფის
კანდიდატი
იღებს. აქედან იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ
წყლატუბოს თემში " ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის ბუხუტი
ფირცხალავა, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული
ოცნებიდან" მურად ზაქარიაძე.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, წყალტუბო -
ქუთაისის გზაზე დროშებით "ქართული ოცნების"
კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს.
საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნება. ხმის
მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.
2016 წლის შუალედურ არჩევნებზე 54 314 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები