ქუთაისში მუზეუმების თანამშრომლები დააჯილდოვეს.
ქალაქში არსებული მუზეუმების თანამშრომელს დიპლომები და ფულადი ჯილდო გადასცეს.
„მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დავასაჩუქრეთ,“ - განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, რომელიც მუზეუმის თანამშრომლებს ჯილდოები თავად გადასცა.
მუზეუმების თანამშრომლების დაჯილდოების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 3 500 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მასშტაბით 6 მუზეუმიდან სულ 14 თანამშრომელი დააჯილდოვეს.
ჯილდოს სახით თითოეულ მათგანს 250 ლარი.
მუზეუმების საერთაშორისო დღე მტელს მსოფლიოში 18 მაისს აღინიშნება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.
მასალის გამოყენების პირობები