საქართველოს პრეზიდეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებს საკუთარი ხედვები ქუთაისის როგორც,
საპარლამენტო ქალაქის განვითარების შესახებ გააცნო. მისი თქმით,
ქუთაისს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური და ბიზნეს დატვირთვა.
"ქალაქს უნდა ჰქონდეს შემოსავალი, მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს
არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ასეთი ტიპის ეკონომიკური
კეთილდღეობა მცირე ლოგიკის შემოსავლად მიმაჩნია," - განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქალაქის განვითარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა,
რომ ქუთაისს საუნივერსიტეტო სტატუსი უნდა ჰქონდეს.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, გუშინ
გიორგი მარგველაშვილმა
კადეტთა ლიცეუმი მოინახულა.
ის, ასევე დაესწრო
დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში,
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში
მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ
უბანში ფეხით გაისეირნა.
ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილმა სამეფო კომპლექს
"ოქროს ჩარდახში" ეროვნული სამოსის დღესთან
დაკავშირებით გამართული გამოფენა დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები