მუზეუმი 5000 მდე ფოტოსურათსა და 300 000-ზე მეტ
ფოტონეგატივს ინახავს
ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი ახალ, რეაბილიტირებულ შენობაში
გადავიდა. დავით მხეიძის სახელობის მუზეუმის გახსნა, სიმბოლურად
მუზეუმის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.
"მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენთვის. როგრც იქნა მუზეუმს აქვს
საკუთარი შენობა და დასრულდა მრავაწლიანი ხიზნობა",-განაცხადა
მუზეუმის დირექტორმა რამაზ მორჩაძემ.
ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიენეს მუზეუმი 1993
წელს შეიქმნა. ის სხვადასხვა დროს რამდენიმე ადგილზე
ფუნქციონირებდა. 2008 წელს, მუზეუმს, რომელიც ცისფერყანწელთა ქუჩაზე
იყო განთავსებული, ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო
დემონტაჟი ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან კიდევ ერთხელ შეიცვალა
ადგილმდებარეობა და სამხატვრო სკოლაში გადავიდა.
2014 წლიდან დღემდე, მუზეუმი დავით კაკაბაძის სახელობის
სამხატვრო გალერეის მცირე საგამოფენო დარბაზში ფუნქციონირებდა.
ნიუპორტის # 7-ში, სადაც ფოტო-კინო მატეანეს მუზუმი საბოლოოდ
განთავსდა, ადრე საბავშვო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, რომელიც
რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.
მუზეუმის გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია და საპარლამენტო
უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდა.
ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 5000 მდე ფოტოსურათს, 300 000
ფოტონეგატივსა და სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კინოფირს ინახავს,
რომელზე ასახულია ქუთაისის ყოფაცხოვრების ასწლოვანი ისტორია.
მასალის გამოყენების პირობები