ქუთაისში ფეხით მოსიარულეთა რეგულირების შუქნიშნები დამონტაჟდა.
კონტროლირებადი ღილაკის მქონე შუქნიშნები ქალაქში ორ ადგილზე შოთა
რუსთაველის გამზირზე (ავიასალაროებთან) და ირაკლი აბაშიძის გამზირზე
(იუსტიციის სახლის მიმდებარედ) მოეწყო.
მითითებულ ადგილებზე ქვეითებს შეუძლიათ თავად დააჭირონ ხელი ღილაკს და
მოძრავი ავტომობილებს წითელი შუქი აუნთონ.
კონტროლირებადი ღილაკის მქონე შუქნიშნების დასამონთაჟებლად ქუთაისის
მერიამ სახელმწიფო შესყიდვა მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამოაცხადა.
სამუშაოები კომპანია "გლობალ სერვისმა" შეასრულა, რაშიც ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 36 547 ლარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები