ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში
მონაწილეობის მისაღებად ორი პოლიტიკური პარტია უკვე
დაარეგისტრირა.
რეგისტრაციის შედეგად "სახალხო ხელისუფლება" და "სამართლიანობის
აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" არჩევნებში
მონაწილეობის ოფიციალური უფლება მოიპოვეს.
მათ გარდა, რეგისტრაციის მიზნით ცესკოს განცხადებით მიმართა 11-მა
პოლიტიკურმა პარტიამ.
"ისინი ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან,
რაც მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას, წარმოდგენასა და
შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს მოიცავს," - აცხადებენ
ცესკოში.
დარეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიენებებს რიგითი ნომერი წილისყრით
მიენიჭებათ, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო
არჩევნებისას, პროპორციული სისტემით პირველი სამი ადგილი მოიპოვეს.
მათ უფლება აქვთ დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის
მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის
შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის
მოთხოვნის შესახებ განაცხადში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებს დროულად
განახორციელონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები