ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
იმართება, სადაც წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური
მასალები.
"სხვადასხვა ფოტო და დოკუმენტურ მასალასთან ერთად გამოფენილი გვაქვს
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თამარ მეფის ორდენი, ასევე
პოლიტიკოსების პირადი კოლექციები და ის მასალები, რომელიც 26 მაისთან
დაკავშირებით პრესაში დაბეჭდილა," - განაცხადა საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნატო ჩადუნელმა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გახსნილ გამოფენაზე
დამთვალიერებლებს მისვლა დღეს საღამოს 17 საათამდე შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები