"მერსედესის"
მარკის ტაქსი მოძრაობის საპირისპირო მხარეს იყო
გადასული.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის ადგილზე, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადასული ტაქსი
"ნივის" მარკის ავტომობილს დაეჯახა.
როგორც შსს - ში განმარტავენ ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად
დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე
მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე
თავისუფლების აღკვეთით.
მასალის გამოყენების პირობები