გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 28 აპრილის დღის ბოლოდან გამოიდარებს. ხვალ, 29
აპრილს, უნალექო ამინდი იქნება, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც,
ამასთან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 30 აპრილს დღისით გაწვიმდება, 1 მაისს კი
დღე უნალექოდ ჩაივლის და 28 გრადუსამდე გათბება ჰაერი. 2 მაისს
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 3 მაისს კი უმეტეს რაიონში იქნება წვიმა
ელჭექით, 18 გრადუსამდე დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 4 მაისს
გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები