აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით 26-ე საუნივერსიტეტო
კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 754 სტუდენტი
მიიღებს. თოთოეული მათგანი საკუთარ ნაშრომებს წარმოადგენენ.
"წარმოდგენილი თემები ძალიან საინტერსოა, თუნდაც იმიტომ, რომ
სტუდენტების ნამუშევარია, მათი ნააზრევი და ნაფიქრი. ეს ეხმარება
მონაწიილებს კიდევ უფრო გაიზარდონ და წარმატებას მიაღწიონ საკუთარ
პროფესიაში," - განაცხადა სამეცნიერო ღონისძიებების სპეციალისტმა,
რამაზ ხაჭაპურიძემ.
კონფერენციაში წერეთლის უნივერტსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ასევე
თბილისის, ბათუმისა და თელავის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების
წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილებას.
მასალის გამოყენების პირობები