ფილმის
სცენარი და რეჟისურა "შემსყიდველთან" ანუ ქუთაისის მერიასთან უნდა
შეთანხმდეს.
"ცისფერყანწელების ქალაქი" - ამ სახელწოდების სამი დოკუმენტური ფილმის
შექმნისთვის ქუთაისის მერია 6000 ლარის ღირებულების ტენდერს
აცხადებს.
სატენდერო დიკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ფილმების ხანგრძლივობა
25-35 წთ უნდა იყოს. პირველ ფილმში ავტორმა უნდა აჩვენოს მე-20
საუკუნის დასაწყისში ქუთაისის კულტურული ცხოვრება და ცისფერყანწელების
როლი ქალაქის განვითარებაში.
მეორე დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს პაოლო იაშვილის
ბიოგრაფია, მისი ორი სახლ-მუზეუმი, ურთიერთობა დანარჩენ
ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება.
მესამე ფილმი კი უნდა ასახავდეს ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიასა და
შემოქმედებას, ურთიერთობას გალაქტიონთან და ცისფერყანწელებთან.
დოკუმენტაციაში ასევე, მოსხენიებულია, რომ ფილმის სცენარი და რეჟისურა
"შემსყიდველთან" ანუ ქუთაისის მერიასთან უნდა შეთანხმდეს.
"ცისფერყანწელების ქალაქი"-ს გადაღებისა და მიწოდების საბოლოო ვადა
2016 წლის 25 სექტემბერია.
მასალის გამოყენების პირობები