ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით
ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოემსახურებიან.
მერიის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდ. მეწარმე ნუგზარ
მემარნიშვილმა შეასრულა, რაზეც ბიუჯეტიდან
99 986 ლარი დაიხარჯა.
ამ დრომდე მისაღებში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი იყო განთავსებული,
რომელიც ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადავა.
თუმცა, მანამდე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მერიაში იმ ოთახში
იქნება განთავსებული, სადაც ადრე კანცელარია
ფუნქციონირებდა.
მასალის გამოყენების პირობები