დღესვე, მწვანეყვავილას პანთეონში, პატივი მიაგეს
ქუთაისელ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის მერიის,
საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,
სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს.
ქუთაისელი კოლორიტების ძეგლები, ქუთაისის მერმა, მოადგილეებთან,
საკრებულოს წევრებთან და ვიცე-გუბერნატორთან ერთად ყვავილებით
შეამკო.
დღესვე გამორჩეულად გაიხსენეს ოთარ სულაბერიძე,რომელიც ერთ-ერთი
ქუთაისელია, ვისაც, თანაქალაქელებმა ძეგლი დაუდგეს.
"სამივე ოთარი არის ქალაქისთვის ღირსეული ადამიანი. რაც შეეხება ოთარ
სულაბერიძეს, იგი არის პირველი ადამიანი საქართველოში, რომლსაც მეობის
ძეგლი დაუდგეს, რაც ხაზს უსვამს მის პიროვნულობას, ადამიანობასა და
მის მიერ ცხოვრების გამორჩეული წესით ცხოვრებას",-განაცხადა ქუთაისის
მერმა შოთა მურღულიამ.
ოთარ სულაბერიძეს გარდაცვალებიდან 41 წელი შეუსრულდა. იგი ახლა 93
წლის იქნებოდა.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,
მწვანეყვავილას პანთეონში, პატივი მიაგეს ქუთაისელ საზოგადო
მოღვაწეთა ხსოვნას.
ორმაისობის დღესასწაულის ტრადიციული
ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ქუთაისში ხვალ
დაიწყება და
5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები