ქუთაისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით
სასაფლაოებისაკენ მისასვლელი ავტობუსების და მიკროავტობუსების
მოძრაობა უფასო იქნება.
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წითელი ხიდიდან იმოძრავებს.
აღდგომის დღეს 1მაისს ტრანსპორტი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ხოლო
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 2 მაისს 10:00-დან 14:00 საათამდე
იმუშავებს.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, მგზავრებს
როგორც ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსებიც მოემსახურება, რომლებიც
საფიჩხია–ოღასკურა–გორა–საქუსლიას, ვარდიგორას, ძელქვიანისა და
სულხან-საბას დასახლებაში არსებული სასაფლაოების მიმართულებით
იმოძრავებს.
მასალის გამოყენების პირობები