ქუთაისის ოპერის თეატრში პოლონეთის კამერული გუნდის კონცერტი ცარიელ
დარბაზში ჩატარდა.
კონცერტს, რომელიც უფასო იყო, 15-მდე ადამიანი ესწრებოდა, აქედან
10-მდე თეატრის თანამშრომელი იყო. ხალხის არ მისვლის
გამო, პოლონეთიდან ჩამოსულ 40 კაციან ჯგუფს კონცერტის ჩატარება
ცარიელ დარბაზში მოუხდა.
ადგილზე მყოფმა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა
აღნიშნა, რომ ღონისძიებისთვის იჯარის თანხა ქუთაისის მერიამ
გადაიხადა, ხოლო კონცერტზე ხალხის მიყვანა მისი მოვალეობა არ
არის.
თუმცა, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივ
თვითმმართველობას არც იჯარის თანხა გადაუხდია და არც კონცერტის
ორგანიზებაში მიუღიათ მონაწილეობა.
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი კი
განმარტავს, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერია (კულტურის
განყოფილება) იყო.
"სხვა ინფორმაცია არც მე მაქვს რა მოხდა," - აღნიშნავს თორნიკე
მარჯანიშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას
"ქუთაისიპოსტი" ხვალ, შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები