სამუშაო ჯგუფმა 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწების განკარგვის
კანონიერება უნდა შეისწავლოს.
"რესპუბლიკელი" დეპუტატის, ნატო ქათამაძის მოთხოვნა, საკრებულოს
დღევანდელ სხდომაზევე აერჩიათ
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და მოადგილეები,
უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. საკრებულომ მხოლოდ ჯგუფის
შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ნატო ქათამაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა პროცედურულად
შეგნებულად ჭიანურდება, რაც მისი აზრით, მოახლოებულ არჩევნებს
უკავშირდება.
"მინიმუმ მაისის ბოლომდე ვერ მოხდება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის
არჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე მინიმუმ ივლისამდე, სამუშაო
ჯგუფის თავმჯდომარე ვერ წარადგენს წევრებს. ეს პერიოდი კი საარჩევნო
კამპანიას ემთხვევა და ამ დროს, ალბათ აღარავის ეცლება ამისთვის", -
ამბობს ნატო ქათამაძე.
მისივე თქმით, თუ ჯგუფის ხელმძღვანელად მას არ აირჩევენ, იგი სამუშაო
ჯგუფს უნდობლობას გამოუცხადებს.
"როგორც საკითხის ინიციატორი, ჯგუფის ხელმძღვანელიც მე უნდა ვიყო და
თუ ასე არ იქნება, ჯგუფის მუშაობას უნდობლობას ვუცხადებ. დავიწყებ
ინდივიდუალურ მუშაობას და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვინ უფრო
ნაყოფიერად იმუშავა", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი.
დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი საკრებულომ
დღის წესრიგიდან ერთხელ უკვე ამოიღო. საკრებულოს
თავმჯდომარემ, დავით დვალმა, მაშინ განმარტა, რომ ინიციატივა დახვეწას
საჭიროებდა.
ინიციტივის ავტორი ნატო ქათამაძე კი მაშინაც აცხადებდა, რომ საკითხი
შეგნებულად ჭიანურდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები