ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო
ფაკულტეტი პროექტს "სტუმრად ექიმებთან" ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ნანა ქარდავა და მაია არჩვაძე
შეხვდნენ, რომლებიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდნენ, თუმცა ამჟამად
მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მაია არჩვაძის თოჯინების გამოფენა, ხოლო
ნინო ქარდავამ სტუდენტებს პროზაული ჩანახატები გააცნო.
"პროექტის დღევანდელ სტუმრებს მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ისინი არიან
სამედიცინო სფეროს ყოფილი წარმომადგენლები, მაგრამ მას შემდეგ, რაც
სამედიცინო საქმიანობა მიატოვეს, საკუთარი თავი მხატვრობაში და
პროზაში იპოვეს,"- განაცხადა უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის
დეკანმა, ირინა ფხაკაძემ.
ყოფილმა ექიმმა ნინო ქარდავამ წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ
აუდიტორიისთვის წაიკითხა ნაწყვეტები მისი სცენარიდან "მზე
დადევნებული".
"ძირითადად, აფხაზეთის თემატიკაზე ვწერ. მიხარია რომ, დღეს სტუდენტები
ჩემი ფიქრის თანაზიარნი გახდნენ,"- განაცხადა ნინო ქარდავამ.
საკუთარი ხელთნაკეთი თოჯინების გამოფენა მოაწყო მაია არჩვაძემ.
"უკვე დიდი ხანია მედიცინას დავანებე თავი და 5 წელია ვარ გალერეაში
მხატვარი. ვმუშაობ ძირითადად მინანქარზე, თოჯინების გაკეთება ჩემი
ჰობია," - განაცხადა გალერეა "ორნამენტის" მხატვარმა, მაია
არჩვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები