სავაჭრო ცენტრში 4000 მდე ადამიანი მუშაობს
სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" თანამშრომლებმა, შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე გარევაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია
გამართეს. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ
გარემოვაჭრეები საკუთარ პროდუქციას მყიდველებს ქუჩაში სთავაზობენ, რის
გამოც კლიენტი შენობაში აღარ შედის.
" სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ბიზნესს თავისუფალი კონკურენციის
გარემო შეუქმნას, რაც ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია. პროდუქცია
აღარ იყიდება.
მაღაზიებს კეტავს
ხალხი. ასეთ პირობებში არც
მუშაობა და საერთოდ არსებობა აღარ შეიძლება",-ამბობს "გრანდმოლის"
დირექტორი ნატო დანელია.
გარემოვაჭრეები ადგილის გათავიუსფლებას არ
აპირებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი შემოსავლის
წყაროა.
სავაჭრო
ცენტრში 4000 მდე ადამიანი მუშაობს, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე
ტერიტორიაზე კი ათობით გარემოვაჭრეა დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები