ქუთაისის მერია 8 140 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის
შეძენას გეგმავს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული ელექტრონული
ტენდრი მიმდინარე წლის 22 აპრილს გამოაცხადა, სადაც წინადადების
მიღება 28 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.
3 ერთეული პლანშეტი, 20 ცალი პორტაბელური კომპიუტერის ჩანთა და ორი
ცალი გარე ვინჩესტერი - ამ ტექნიკის შეძენა უნდა უზრუნველყოს ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ.
მასალის გამოყენების პირობები