პროექტისთვის ნახევარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი
საჩხერეს სოფელ სხვიტორში საექსპოზიციო სახლი შენდება.
საექსპოზიციო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული
და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
სოფელ სხვიტორში მიმდინარე მშენებლობა, იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და საჩხერეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა
დაათვალიერეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 470 776 ლარია.
საექსპოზიციო სახლთან ერთად, სოფელ სხვიტორში ძალოსნობის დარბაზიც
შენდება.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობით სამუშაოებს, რეგიონალური
განვითარების ფონდი 160 00 ლარით აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები