"წიგნის
ბუდეს" მოწყობის იდეა მწერალ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში "წიგნის ბუდე" მოეწყო.
"წიგნის
ბუდეს" მოწყობის იდეა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
ბოტანიკური ბაღის ყველა სტუმარს დღეიდან ბაღში, ნარგავებთან ერთად,
წიგნებიც დახვდება.
"ერთის მხრივ სახალისოა და მეორეს მხრივ, საგანამანათლებლო როლიც
ექნება "წიგნის ბუდეს" ბოტანიკურ ბაღში, სადაც ნებისმიერ ქუთაისელს
შეუძლია მივიდეს, უფასოდ იკითხოს წიგნები, წაიღოს სახლში და
სანაცვლოსაც თუ დადებს მშვენიერი იქნება", - აღნიშნა გიორგი
კეკელძემ.
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის ახალგაზრდულ
ცენტრში
აქცია "წიგნის მცველი" გაიმართა. ასევე, საკუთარი
ლექსები
პოეტებმა და ჟურნალისტებმა თეა თოფურიამ, ნინო
თარხნიშვილმა და ეკა ქევანიშვილმა წაიკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები