ფაბრიკაში
დამზადებული ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა.
ქუთაისში წლის ბოლომდე ორი ტექსტილის ფაბრიკა გ
აიხსნება, სადაც
დამზადებული ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა.
ამ ინფორმაციას "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" სააგენტო
"კომერსანტთან" საუბარში აცხადებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში ერთ-ერთი კომპანია გასულ
კვირას დაფუძნდა და დაახლოებით, 2 თვეში ამუშავდება. მეორე კომპანია
კი ჯერჯერობით ფართისთვის ადგილს არჩევს.
ქალაქის მერიის პრეს-სამსახურში
ქუთაისიპოსტს
განუმარტეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ეკონომიკის
სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობდა.
"თუმცა, ახლა რა ეტაპზეა, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ,"- განაცხადეს
ქუთაისის მერიაში.
"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ინფორმაციით, ტექსტილის ორ
ფაბრიკაში, რომელიც ქუთაისში წლის ბოლომდე გაისხნება, 600-მდე
ადამიანი დასაქმდება.
ანალოგიური ფაბრიკის გახსნას ორგანიზაცია ქალაქ
ფოთშიც აანონსებს.
მასალის გამოყენების პირობები