პროექტის ფარგლებში დააჯილდოვეს საინფორმაციო სააგენტო
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი.
არასამთავრობო
ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ"
პროექტი "იმერი - იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა"
შეაჯამა.
დახურვის ცერემონიალზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა
და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
ერთწლიან რეგიონალურ პროექტში ჩარული იყო იმერეთის ყველა
რაიონის მუნიციპალიტეტი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ
იდენტიფიცირებული პრობლემები გადაჭრეს.
დღესვე, სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის
გამარჯვებულიც დააჯილდოვეს.
კონკურსში თემაზე, "მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესში", საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტმა თეკლე
მორგოშიამ გაიმარჯვა. სტატიისთვის
"ქუთაისის ბიუჯეტის შინმოვლის პროგრამა და
ბენეფიციარები ინფორმაციულ ვაკუუმში", ჟურნალისტს არასამთავრობო
ორგანიზაციის მიერ ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი გადაეცა.
"მთავარი შედეგი ამ პროექტის არის ის, რომ ჩვენ არამხოლოდ გავაშუქეთ
პრობლემები, არამედ შევძელით მათი მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანი
იყო პროექტში ჟურნალისტების მონაწილეობა, რომლებმაც თავიანთი წვლილი
შეიტანეს, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაში",-ამბობს
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელი
დირექტორი, ნინო თვალთვაძე.
პროექტი დაფინანსებულია "ევროპის თანამშრომლობის ფონდის" მიერ.
მასალის გამოყენების პირობები