22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.
დედამიწის დღე პირველად 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,
სენატორი გეოლორდ ნელსონის ინიციატივით მას შემდეგ დაარსდა, რაც სანტა
ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და
წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
დედამიწის დღის დაწესების მიზანი საზოგადოებაში გარემოსდაცვითი
პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდა იყო.
როგორც დედამიწის დღის დამფუძნებელი, ამერიკის მთავრობამ სენატორი
გეოლორდ ნელსონი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
დედამიწის დღეს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს 193
ქვეყანაში აღინიშნება.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
"მშვიდობის ზარი" ირეკება, რომელიც სიმშვიდის, მშვიდობისა და
მეგობრობის სიმბოლოა.
პირველად "მშვიდობის ზარი" გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 1954 წელს
დამონტაჟდა.
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება,
1990 წლიდან შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები