"თურმე, იმხელა პოლიტიკური გავლენა მქონია, მთელი უმრავლესობა
მომისყიდია, ის ერთი დამრჩენია მხოლოდ მოსასყიდი".
ეს განცხადება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე
გააკეთა.
ქალაქის მერი დღევანდელ სხდომაზე კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობის
საკითხთან დაკავშირებულ
პროტესტს გამოეხმაურა.
თუმცა, მურღულიას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იგულისხმა "ერთ"-ში.
კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით,
ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ
"ფულით ყველაფრის შეძენაში" დაადანაშაულა.
"სწორედ ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც
პრივილეგიით და ფულით ყველაფრის შეძენა შეიძლება", -
განაცხადა გიორგი თევდორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები