ქუთაისის მერი შოთა მურღულია, კეფე-ბარი "არგოს" მშენებლობის
წინააღმდეგ გუშინ გამართულ საპროტესო
აქციას გამოეხმაურა.
"აქცია ათმა არასმათავრობო ორგანიზაციამ მოაწყო, სადაც 8 ადამიანი იყო
მისული. მხოლოდ ორ ადამიანზე მწყდება გული, სახელებს და გვარებს
შეგნებულად არ დავასახელებ. ეტყობა, მათ არ აქვთ ამ მშენებლობის
შესახებ სრული ინფორმაცია", - განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს
სხდომაზე.
ქალაქის მერი ირწმუნება, რომ მის მიერ გაცემული ბრძანება "არგოს"
მშენებლობაზე კანონშესაბამისია და "არგოს" ფორმის კაფე-ბარი
ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება.
"ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ასეთ
საქმეებს. ვერ მივხდი, რატომ არ აწყობთ ეს. იქნებ "ნაციონალურმა
მოძრაობამ" იცოდეს ან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც
წინააღმდეგია ასეთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტის აშენების", -
აღნიშნა მურღულიამ.
ქალაქის პირველი პირი ირწმუნება, რომ ორგანიზაციას, რომელიც აშენებს
ზემოთაღნიშნულ კაფე-ბარს, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების
ვალდებულება აქვს დაკისრებული.
მშებელობას, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია, შპს "ანასტასია"
ახორციელებს და ის მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
კაფე-ბარის მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის
სამსახურმა მიმდინარე წლის იანვარში გასცა.
კაფე-ბარის მაკეტის მიხედვით, "არგო" ერთსართულიანი, მსუბუქი
კონტრუქციის ობიექტი იქნება.
შპს "ანასტასიამ" წლების წინ, თავდაპირველად ქუთაისში, წერეთლის
ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი 30 წლიანი იჯარით მიიღო.
აღნიშნულ ადგილზე ე.წ "სამი ოთარის ძეგლი" არის განთავსებული.
"ანასტასიას" ე.წ "სამი ოთარის ძეგლის" მიმდებარედ სასტუმროს
მშენებლობა სურდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი
მოჰყვა.
ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნკეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ"
ყოფილი "მირზაანის" შენობის უკან, რიონის პირზე 300 კვ.მ მიწის
ნაკვეთი მიიღო, რაშიც კომპანიამ წლიურად საიჯარო თანხა - 6 600 ლარი
უნდა გადაიხადოს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების
შეგროვება დაიწყო
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს
აანონსებენ
ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას
ავრცელებს
ნიკა
ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"
"არგოს"
მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი
ერთკვირიან ვადას აძლევს
ეს
ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები