კოლხური ბზის გადასაჩენად ხონში აქცია მოეწყო.
აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რეგიონალური
ინიციატივების ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.
აქცია "გადავარჩინოთ კოლხური ბზა" საინფორმაციო ხასიათს ატარებდა,
რომლის ფარგლებშიც ხონის მოსახლეობას ფლაერები დაურიგდათ.
კოლხური ბზა საქართველოს წითელ წიგნსა და ბუნების დაცვის საერთაშორისო
კავშირის წითელ ნუსხაშია შეყვანილი.
შესაძლოა, ბზა საკარანტინო ნუსხაში შევიდეს და მისი ტრანსპორტირება
აიკრძალოს. ბზის უკანონო გადაზიდვისთვის სპეციალისტები ჯარიმის
დაწესებას ითხოვენ.
გარემოს დაცვის ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოში ბუნებრივი
გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა. მათ შორის,
100-200-წლიანი ბზის კორომები გახმა.
კოლხური ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა და პარტნიორმა
ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა, მიმდინარეობს ბზის შეწამვლის
პროცესი.
სპეციალისტების მიერ მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული
რეაგირების გეგმა, რომლის შესრულება დაწყებულია. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ჯანსაღი კორომების აღწერა, რომლიდანაც მოხდება თესლის და
კალმის აღება გამრავლებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები