ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის
"სტუდენტური დღეები" იწყება.
საუნივერსიტეტო "სტუდენტურ დღეები" 5 მაისიდან დაიწყება და მასში
მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ხვალ, 21 აპრილს, 18 საათზე
იწურება. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია წერეთლის სტუდენტური
თვითმმართველობის # 1130 აუდიტორიაში.
"სტუდენტურ დღეებში" მონაწილეობის საშუალება სტუდენტებს განცხადების
საფუძველზე აქვთ და თუ იქნება დიდი კონკურენცია, ამას დასჭირდება
შესაბამისი შერჩევა, რომელსაც ჩვენ უზრუნველვეყოფთ. მთავარია ეს
ყველაფერი მოესწროს 21 აპრილის საღამოს 6 საათამდე,"- ამბობს აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის
პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.
სტუდენტური დღეები, რომლის ძირითადი აქტივობები თბილისში ჩატარდება,
სამ ნაწილადაა დაყოფილი: კულტურულ-შემოქმედებითი, ინტელექტუალური და
სპორტული ღონისძიებები.
კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში შედის გახსნის ცერემონია,
იუმორისტული ნომერი, ხალხური და თანამედროვე სიმღერა, თეატრალური და
ორიგინალური დადგმები, თანამედროვე და ხალხური ცეკვა და მუსიკალური
ბენდი.
ინტელექტუალური ნაწილი მოიცავს შემდეგ 3 ღონისძიებას:
City game-ს, რა? სად? როდის-ს? და
დებატებს.
სპორტული ღონისძიებებიდან კი სტუდენტებს შეუძლიათ მათთვის სასურველი
თამაშებიდან შემდეგი 10 აირჩიონ: ბოულინგი, ჭადრაკი, ქუჩის და ქვიშის
ფეხბურთი, გრეხეთბოლი, კარტინგი, ქუჩის კალათბურთი, პეინტბოლი,
ამერიკული ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.
წერეთლის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები" სეზონურად, წელიწადში
ორჯერ ტარდება. შემოდგომაზე შიდასაუნივერსიტეტო და გაზაფხულზე -
საუნივერსიტეტო.
საუნივერსიტეტო "სტუდენტური დღეებში" ჩართულნი არიან უნივერსიტეტები
მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი ორგანიზატორია სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.
ხოლო შიდასაუნივერსიტეტო "სტუდენტურ დღეები" უნივერსიტეტის სტუდენტური
თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები