ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, მისი მაჟორიტარობა ამ
ეტაპზე არ განიხილება.
თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეთავაზების შემთხვევაში, ამ
ეტაპზე ვერ საუბრობს.
"მე გუნდურად ვთამაშობ ყოველთვის, ქუთაისის მერობაზეც ჩემი კენჭისყრაც
გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუკი გუნდი გადაწყვეტს, ჩვენ ვიმსჯელებთ,
დავაფიქსირებ ჩემს პოზიციასაც და მივიღებთ გუნდურ გადაწყვეტილებას"-
განაცხადა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები