შეზღუდვა 18 დან 20 აპრილის ჩათვლით გავრცელდება
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18
აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით,
წყალტუბოს რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ბუნებრივი აირი არ
მიეწოდება ქალაქ წყალტუბოს, ფარცხანაყანების, თერნალის,
გვიშტიბის, სოფელ მეორე უბნის, ჩუნეშის, გუმბრიასა და მაღლაკის
მოსახლეობას.
წყალტუბოს მუნციპალიტეტის სოფლებს, ბუნებრივი აირის მიწოდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები