ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
"ეს ტერიტორია საქონლების საძოვრად არის გადაქცეული, გადავწყვიტეტთ
დავასუფთაოთ და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიაქციოს ყურადღება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას" - განაცხადა ახალგაზრდული
ორგანიზაციის თავჯდომარემ დავით ლაშქარეიშვილმა.
დასუფთავების აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ერთჯერადი არ
არის.
"თუ საჭირო გახდება, სხვა დროსაც აუცილებლად დავასუთავებთ პარლამენტის
მიმდებარე ტერიტორიას"- განაცხადა დავით ლაშქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები