ბუდაპეშტის კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ ევროპაში
ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების
პროვაიდერი კომპანიის სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე
წყლის კომპანიის შედეგებთან ერთად, წარმოდგენილი იყო, სხვადასხვა
სფეროში, უნგრეთის მიღწევების ამსახველი ფოტოები.
პრეზენტაციას ესწრებოდა უნგრეთის ელჩი საქართველოში, ადგილობივი
თვითმმართველობისა და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის" წარმომადგენლები.
"დღეს არის ბუდაპეშტის წყლის კომპანიის პრეზენტაცია და გამოფენა.
როგორც ცნობილია, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ამ მიმართულებით
ევროპაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების
გაზირება",-განაცხადა შოთა მურღულიამ პრეზენტაციაზე.
მსგავსი პრეზენტაცია-გამოფენა ბუდაპეშტის წყლის კომპანიამ უკვე
გამართა თურქეთში.
ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ
ევროპაში, როგორც კომპანიის სიდიდით ასევე მიწოდების ხარისხის
მიხედვით.
კომპანია დაარსდა 1868 წელს , 1904 წელს კომპანიამ ააშენა ევროპაში
ყველაზე რთული და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე სანასოსე ქარხანა,
ასევე 1980 წელს ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი უნგრეთში, რომლის
მოცულობა 80.000 მეტრ კუბია, კომპანიამ უნგრეთში ასევე ააგო მსოფლიში
უნიკალური ასიმეტრიული წყლის კოშკი.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული დანადგარებით
რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს წყლის კოშკები, სანასოსე
საამქროები, ტუმბოების სადგურები და სხვასასხვა წყალსაცავის
მოწყობილობები.
მასალის გამოყენების პირობები